Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და სპარსეთის ყურის ქვეყნები მოუწოდებენ ირანს, შეწყვიტოს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის „გლობალურ უსაფრთხოებას“

 ხედი დრონიდან კუვეიტზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული პირველი დარტყმების შემდეგ. 28 თებერვალი, 2026 წელი
ხედი დრონიდან კუვეიტზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული პირველი დარტყმების შემდეგ. 28 თებერვალი, 2026 წელი

კრიზისული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრებმა 5 მარტს მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „განურჩეველი“ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ და გააფრთხილეს, რომ თავდასხმები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.

„მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ირანის გაუმართლებელი თავდასხმები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები“, - ნათქვამია ვიდეოკავშირით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.


28 თებერვალს ისრაელის და აშშ-ის არმიებმა დაიწყეს ირანის სამხედრო და სამთავრობო ობიექტების დაბომბვა, რის საპასუხოდაც ირანი რაკეტებს და დრონებს უშენს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ისრაელს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG