ისრაელი განაგრძობს დარტყმებს დაჯგუფება ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში.
იერიშებამდე ისრაელმა გააფრთხილა სამხრეთ ბეირუთის ასიათასობით მოსახლე, რომ საჭიროა ევაკუაცია.
მანამდე ისრაელის არმიამ ასეთივე გაფრთხილებით მიმართა სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას, სანამ შევიდოდა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ჰეზბოლამ, რომელიც ისრაელს რაკეტებს უშენს, ასევე გააფრთხილა ისრაელის საზღვრისპირა მოსახლეობა ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ქვეყანაში დაიღუპა 217 ადამიანი და 798 დაიჭრა.
გუშინ სამინისტრო 123 დაღუპულისა და 683 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.
დაღუპულთაგან რამდენი იყო სამოქალაქო პირი, სამინისტროს არ დაუზუსტებია.
პარასკევს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის დარტყმების განმავლობაში გაანადგურა ჰეზბოლას 70-ზე მეტი მებრძოლი.
ამასობაში ნორვეგიის ლტოლვილთა საკითხების საბჭო იტყობინება, რომ ისრაელის დარტყმებისგან თავის დასაღწევად საკუთარი სახლები მიატოვა 300 ათასმა ლიბანელმა.
ფორუმი