Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივების ცნობით, საპატრულო ეკიპაჟის ადევნებას ავარია მოჰყვა - რას ამბობს შსს?

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

7 მარტს, საღამოს 10 საათისთვის, სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივები, ტვ პირველთან საუბრისა ამბობენ, რომ შენიშნეს საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ავტომობილს მიჰყვებოდა და ამის შემდეგ გაიგეს, რომ სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავტომობილში სამი პირი იჯდა, რომელთაგან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას უახლოეს საათებში ოპერაცია უნდა გაუკეთდეს.

ადგილობრივების თქმით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ერთ-ერთი მოსახლის ღობეს დაეჯახა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაზარალებულების ახლობლები, რომლებიც სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას აწვდის ვრცელ კომენტარს, სადაც განმარტავს 7 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს და ირწმუნება, რომ საპატრულო ეკიპაჟმა ავტომობილის დევნა მას შემდეგ შეწტყვიტა, რაც „მანქანის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირება მოახდინა“.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა. „KIA”-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს“.

უწყების განმარტებითვე, სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას, "საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა „KIA”-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან".

„მომხდარის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
  • საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG