Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვას

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 10 მარტს რუსეთის ჯარებმა სამი მართვადი ავიაბომბით დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 10 მარტს რუსეთის ჯარებმა სამი მართვადი ავიაბომბით დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონს

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა უკრაინის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს დღეს, 10 მარტს დილით დაარტყეს სამი მართვადი ავიაბომბით.

სლავიანსკი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ დღის ორი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა იყო მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე, სადაც ერთი საბრძოლო მასალა მრავალბინიან სახლს მოხვდა, ორი კი სხვა მრავალბინიან სახლებთან აფეთქდა.

სლავიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვადიმ ლიახის ცნობით, ავიადარტყმის შედეგად დაზიანებულია 6 მრავალბინიანი სახლი და 10 ავტომობილი.

განახლება: დღის სამი საათისთვის დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვადიმ ფილაშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სლავიანსკში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG