Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში დღეს, 12 მარტს, გამთენიისას მეწყერი გააქტიურდა. არსებული ინფორმაციით, მეწყრული მასები ჩამოწვა დასახლებულ ადგილსა და გზის სავალ ნაწილზე.

რა ვიცით ამ ეტაპზე?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები მუშაობენ და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

„მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ მეწყრული პროცესების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც. უწყების ცნობით, მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.

რას ამბობენ ტყიბულის მუნიციპალიტეტში

მერიის ცნობით, სოფელ კურსებში ხუთი სახლი დაინგრა. ჯამში კი ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბნიდან 38 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

მეწყრული პროცესები ტყიბულში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ „იმერეთის მხარეში საშიში გეოლოგიური პროცესებიდან დომინირებს მეწყრული პროცესები“, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, გზებსა და ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ანგარიშში წერია, რომ ყველაზე ხშირად გავრცელებულია მეწყრები, ყველაზე იშვიათად კი ქვათაცვენები.


ასევე ნახეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG