Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან კარვები დაშალეს

დარეჯან ცხვიტარია პარლამენტთან
დარეჯან ცხვიტარია პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვები დაშალეს. ზუსტად უცნობია, რომელი სახელმწიფო უწყება იყო ამ პროცესში ჩართული. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.

დარეჯან ცხვიტარია, რომელიც იქ მუდმივად იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ღამით კარავს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.

განახლება: 15:20 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანება) დაიწყო: „ განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება“.

„კარავს ეკიდა ცეცხლი, წყლები დავასხით, ძლივს ჩავაქრეთ. ამ დილით მოვიდა პოლიცია, გამობრძანდით გარეთო, გამომათრიეს იქიდან, გამომგლიჯეს ტელეფონი, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს განყოფილებაში“, - ამბობს ის.

მისი მონაყოლის მიხედვით, პოლიციის განყოფილებაში ოთხი საათით დააყოვნეს, უკან დაბრუნებულს კი პარლამენტთან კარვები აღარ დახვდა.

„სხვა მეთოდი ვერ მოიფიქრეს ამ ლაჩრებმა? მე ბრძოლას არ შევწყვეტ. თუ გამასვენებენ, თორე მე აქედან ვერ გამომიყვანენ“, - ამბობს დარეჯან ცხვიტარია.

კარვები პარლამენტის შენობასთან ბოლო რამდენიმე თვეა გაშლილია. იქ 2025 წლის 28 ოქტომბერს რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა, მათ შორის იყვნენ გედევან ფოფხაძე და დარეჯან ცხვიტარია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG