„შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე ძველ ავტომობილებზე დაწესდება [1სმ3] კუბზე 4,5-ლარიანი ტარიფი, აქციზი... ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე“, - თქვა კობახიძემ.
დღევანდელი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით, 6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანის ტარიფი 1სმ3 0,8 ლარიდან 2,4 ლარამდეა - სიძველის მიხედვით იზრდება.
- ამ ახალი წესით, ავტომობილების შემოყვანა გაძვირდება, ზოგიერთ შემთხვევაში 5-6-ჯერაც კი.
- მაგალითად, თუკი ვინმეს 1,6-იანი ძრავით 7-წლიანი ავტომობილის განბაჟება 1280 ლარი უჯდებოდა, ახლა ეს ხარჯი 7200 ლარამდე გაიზრდება.
საქართველოს მთავრობამ 12 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც ქვეყანაში 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა (გარდა ელექტრომობილებისა) უნდა აკრძალულიყო. ცვლილება შეეხებოდა მსუბუქ მანქანებს, M1 კატეგორიას, რომელსაც 8 მგზავრზე ნაკლების გადაყვანა შეეძლო.
ფორუმი