აშშ-ის სამხედრო პირების მიერ ირანის გოგონათა სკოლაზე სარაკეტო დარტყმის შემდგომი მოვლენების საბოლოო შეფასებას კონგრესს უახლოეს დღეებში წარუდგენენ, განუცხადეს წყაროებმა რადიო თავისუფლებას.
ამის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა ალბათ შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.
აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თანახმად, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ დარტყმა აშშ-ის ძალების მიერ მოძველებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობის შედეგი იყოს, თუმცა, მათი თქმით, შეფასება ჯერ კიდევ წინასწარია.
11 მარტს რადიო თავისუფლებასთან ანონიმურობის პირობით საუბარში, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ ცნობებს მცდარი სადაზვერვო მონაცემების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მანამდე The New York Times-მა, Reuters-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა გაავრცელეს.
მათ დასძინეს, რომ წინასწარი დასკვნები მსგავს მიმართულებაზე მიუთითებს.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, 28 თებერვალს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა "შაჯარა თაიებეს" გოგონათა დაწყებით სკოლაზე სამხრეთ ირანის ქალაქ მინაბში, ჰორმოზგანის პროვინციაში, რასაც, სულ მცირე, 175 ადამიანის, მათ შორის 168 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
ფორუმი