Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა უკრაინას აშშ-სთან და ისრაელთან ომში „კანონიერი სამიზნე“ უწოდა

(არქივი)
(არქივი)

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ აზიზიმ, განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია ამიერიდან მისი ქვეყნისთვის „კანონიერ სამიზნედ“ გახდა.

„დრონების გამოყენებით ისრაელის რეჟიმის მხარდაჭერით, დანგრეული უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მთელი თავისი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია“, - წერს აზიზი სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინამ ადრე გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ირანულ დრონებთან ბრძოლაში, რომლებიც თავდასხმას ახორციელებენ სამიზნეებზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ირანი, თავის მხრივ, მოსკოვს ტექნოლოგიებისა და იარაღის ექსპორტით უჭერდა მხარს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე.
უკრაინის ხელისუფლებას აზიზის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG