Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერგოლეიშვილი „ლელოს“ ინიციატივაზე: „მოლაპარაკებები დაიწყება, ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე“

თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ით გამოეხმაურა “ლელო - ძლიერი საქართველოს” ინიციატივას, დაიწყოს მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ჩერგოლეიშვილის თქმით, რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე:

„ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი. ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს“.

“ლელო - ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა“.

განცხადების თანახმად, არსებული „პოლიტიკური კრიზისიდან“ მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, „აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG