Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ამერიკული „ოსკარის“ მფლობელი გახდა

დოკუმენტური ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ თანაავტორი პაველ ტალანკინი „ოსკარით“. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 15 მარტი
დოკუმენტური ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ თანაავტორი პაველ ტალანკინი „ოსკარით“. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 15 მარტი

ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზით, „ოსკარით“ დაჯილდოების 98-ე ცერემონია.

ჟიურიმ 2025 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა ამერიკელი რეჟისორის, პოლ თომას ანდერსონის One Battle After Another. ფილმი იდეების კრიზისზეა, რომელიც გამოხატულია მემარცხენე აქტივისტის(ლეონარდო დი კაპრიო) და რასისტი ოფიცრის(შონ პენი) დაპირისპირებით.

ფილმმა კიდევ ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის პოლ თომას ანდერსონს „ოსკარი“ ერგო საუკეთესო რეჟისურისთვისაც, ხოლო შონ პენს - მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

ქალის საუკეთესო როლისთვის „ოსკარი“ გადაეცა ჯესი ბაკლის (ფილმი Hamnet), ხოლო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის - მაიკლ ბ. ჯორდანს(ფილმი Sinners).

ფილმ One Battle After Another-ის გადამღები ჯგუფის წევრები „ოსკარით“ დაჯილდოების 98-ე ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 15 მარტი
ფილმ One Battle After Another-ის გადამღები ჯგუფის წევრები „ოსკარით“ დაჯილდოების 98-ე ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 15 მარტი

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარა „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც რუსეთის სკოლაში სამხედრო პროპაგანდაზეა.

ეს ფილმი „ოსკარზე“ დანიამ წარადგინა, რადგან ფილმის ამერიკელი რეჟისორი დევიდ ბორენშტეინი წლებია კოპენჰაგენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მასთან ერთად ფილმის ავტორია პაველ ტალანკინი, მასწავლებელი ურალიდან.

ფილმს საფუძვლად დაედო ტალანკინის, როგორც ვიდეოგრაფის მიერ სკოლაში „პატრიოტული აღზრდის" გაკვეთილებზე გადაღებული კადრები.





ფორუმი

XS
SM
MD
LG