მან განაცხადა, რომ თეირანი შეერთებულ შტატებს არანაირ გარდაუვალ საფრთხეს არ უქმნიდა.
„მე სუფთა სინდისით არ შემიძლია მხარი დავუჭირო ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენს ქვეყანას არანაირ გარდაუვალ საფრთხეს არ უქმნიდა და ცხადია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ“, - წერს ჯოზეფ კენტი ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში X-ზე.
ზოგიერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეერთებულ შტატებს ომის დასაწყებად გარდაუვალი
საფრთხე სჭირდება.
თეთრმა სახლმა კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა. სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის ოფისსაც არ ჰქონია რეაგირება გადადგომის თემაზე კომენტარის თხოვნის გამო.
დაზვერვის სფეროს თანამშრომლებისთვის, იუწყება Reuters-ი, კენტის გადადგომა მოულოდნელი იყო.
კენტი ახლოსაა დაზვერვის სამსახურის დირექტორ ტალსი გაბარდთან, რომელიც ირანის ომის დაწყების შემდეგ თავშეკავებით იქცევა.
გაბარდს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია და საჯაროდ მხოლოდ ირანთან კონფლიქტის დროს ამ თვის დასაწყისში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრების აშშ-ში გადასვენების დროს, სამგლოვიარო ცერემონიაზე გამოჩნდა.
ფორუმი