ტრამპის მიერ 60-დღიანი “ჯონსის აქტის” შეღავათის გამოცემის გადაწყვეტილება ამ პერიოდში მოხსნის აკრძალვას უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებიც ტვირთს აშშ-ის ნავსადგურებს შორის გადაზიდავენ.
1920 წელს მიღებული კანონი მიზნად ისახავდა ამერიკული გემთმშენებლობის ხელშეწყობას. მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობას და ზრდის მომხმარებლების ხარჯებს.
ტრამპის უახლესი გადაწყვეტილება „კიდევ ერთი ნაბიჯია ნავთობის ბაზარზე მოკლევადიანი დარღვევების შესამსუბუქებლად, რადგან აშშ-ის სამხედროები აგრძელებენ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნების შესრულებას“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა განცხადებაში.
„ეს ქმედება საშუალებას მისცემს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი, სასუქი და ქვანახშირი, თავისუფლად იმოძრაოს აშშ-ის პორტებში სამოცი დღის განმავლობაში“, - დასძინა ლივიტმა.
საავტომობილო ასოციაციის AAA-ს მონაცემების თანახმად, ომის დაწყებიდან აშშ-ში ბენზინის ფასები 27 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
ფორუმი