Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ვატიკანიდან

ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი
ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი

ილია მეორის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ვატიკანიდან. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალება - Catholic.ge.

დაკრძალვას დაესწრებიან:

  • ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი;
  • მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
  • მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
  • მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქარათველოში;
  • ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
  • მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
  • 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
  • სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
  • საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან;
  • სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეთა უწყვეტი რიგებია. ტაძარი დღე-ღამის განმავლობაში ღიაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული ვადით მუშაობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG