Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

80 ადამიანი იქნება რუსეთის ეკლესიის დელეგაციაში, რომელსაც ბელარუსის ეგზარქოსი უხელმძღვანელებს - დეკანოზი კრიჩეტოვი

მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ვენიამინი
მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ვენიამინი

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა, - რომელიც რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარია, - განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესიის დელეგაციაში 80 ადამიანი იქნება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე გზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).

„მე ვარ ქართული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ბელორუსიიდან. ბელორუსიიდან მოდის ბელარუსის ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია“, - განაცხადა დღეს დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა.

„ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი“, - დასძინა მან.

ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიას ეგზარქოს ბენიამინს გამოგზავნის, რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკმა“ გაავრცელა 19 მარტს.

მცირე ხნით ადრე საპატრიარქო ეგზარქოსმა ბენიამინმა სამძიმრის წერილი გაავრცელა ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG