Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ლიბანში გაანადგურა მდინარე ლიტანზე გადებული ხიდი

ისრაელის ტანკები ლიბანის საზღვართან
ისრაელის ტანკები ლიბანის საზღვართან

ისრაელის არმიამ 22 მარტს გააგრძელა დარტყმების განხორციელება ლიბანის სამხრეთში, რადიკალური პროირანული დაჯგუფების, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "ჰეზბოლას" პოზიციებზე.

მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს მდინარე ლიტანზე გადებულ ხიდზე განხორციელებული დარტყმის შედეგებს. ეს ხიდი ლიბანის სამხრეთს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს.

მდინარიდან სამხრეთით განთავსებულია "ჰეზბოლას" ძირითადი დამრტყმელი ძალები, რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთს რაკეტებს ესვრიან. ლიბანის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან მდინარემდე ტერიტორია დემილიტარიზებული უნდა იყოს - მაგრამ "ჰეზბოლა" ამ პირობებს არ იცავს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კვირას განაცხადა, რომ არმიას დაევალა გაანადგუროს მდინარეზე გადებული ყველა ხიდი, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს "ჰეზბოლას" ძალების მომარაგებას საბრძოლო მასალებით.

შარშან შეწყვეტილი საბრძოლო მოქმედებები განახლდა მალევე მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დაიწყეს იერიშები. "ჰეზბოლა" ესვრის ისრაელს, ხოლო ისრაელის სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ ლიბანში, მათ შორის ბეირუთში მდებარე სამიზნეებზე. ამასთან, ისრაელის არმიამ სასაზღვრო რაიონებში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG