Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, ირანმა აშშ-ს მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა ენერგეტიკის სფეროში

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა ენერგეტიკის სექტორთან მიმართებით - ტრამპმა ამას პოზიტიური ამბავი უწოდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტრამპის მინიშნებით, ეს დათმობა უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს - ნავთობის სატრანზიტო გზას წყალზე, რომლის გახსნასაც აშშ ესწრაფვის. ირანმა ეს სრუტე ფაქტობრივად დახურა მას მერე, რაც ირანის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოს ისრაელმა და აშშ-მა საომარი ოპერაცია დაიწყეს.

"მათ საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს ჩამოვიდა, ეს ძალიან დიდი საჩუქარია, რომელიც უამრავი ფული ღირს" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში.

"ეს არ უკავშირდება ბირთვულ [საკითხს], ეს უკავშირდება ნავთობსა და გაზს, და მათ ძალიან კარგი რაღაც გააკეთეს" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

ტრამპის თქმით, აშშ ირანში "საჭირო ხალხს" ელაპარაკება კონფლიქტის დასრულებისთვის და ირანელებს ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა.

"ჩვენ ახლა მოლაპარაკებებში ვართ" - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ მისი საგანგებო წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, მისი სიძე, ჯარედ კუშნერი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

მანამდე ისრაელის გამოცემა Ynet-ი წერდა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგეტიკაზე და მოლაპარაკება დაიწყოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG