Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების 40% მწყობრიდან არის გამოსული

უკრაინის დრონის შეტევის შედეგები პრიმორსკის პორტის ნავთობის ბაზაზე, 2026 წლის 23 მარტი
უკრაინის დრონის შეტევის შედეგები პრიმორსკის პორტის ნავთობის ბაზაზე, 2026 წლის 23 მარტი

უკრაინული დრონების თავდასხმების, ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ „დრუჟბის“ მუშაობის შეჩერების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების მინიმუმ 40 პროცენტი.

ეს დღე-ღამეში დაახლოებით ორი მილიონი ბარელის ეკვივალენტია. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, საბაზრო მონაცემების გამოთვლის საფუძველზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ თვეში უკრაინამ გაააქტიურა თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე და დაარტყა სამ უმსხვილეს დასავლეთ პორტს: ნოვოროსიისკს შავ ზღვაზე, ასევე პრიმორსკსა და უსტ-ლუგას ბალტიის ზღვაზე.

სააგენტოს თანახმად, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ნავთობის მიწოდებაში უდიდესი შეფერხება. რუსეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია, და შეფერხება მოსკოვს შეეხო მაშინ, როცა ირანში ომის გამო ნავთობის ფასმა გადააჭარბა ბარელზე 100 ამერიკულ დოლარს.

ნავთობის წარმოება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ, 2,6 ტრილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ეკონომიკისთვის.

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიმდინარე თვეში გააძლიერა დრონებით მიტანილი იერიშები რუსეთის ნავთობისა და საწვავის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და დარტყმები განახორციელა დასავლეთში ექსპორტისთვის სამივე მნიშვნელოვან პორტზე - ნოვოროსიისკზე შავ ზღვაში და პრიმორსკზე და უსტ-ლუგაზე ბალტიის ზღვაში.

სააგენტოს დათვლით, ბოლო დარტყმის შემდეგ, 25 მარტიდან ვერ ხორციელდება რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობების 40-მდე პროცენტი - რაც დღეში 2 მილიონ ბარელს ნიშნავს.

ეს მოიცავს პრიმორსკსა და უსტ-ლუგას, ასევე მილსადენ "დრუჟბას", რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთზე გადის.

კიევის სამიზნეებს შორისაა ასევე მილსადენის ნავთობის საქაჩი სადგურები და გადამამუშავებელი საწარმოები. კიევი აცხადებს, რომ მისი მიზანია შემცირდეს მოსკოვის მიერ ნავთობიდან და გაზიდან მიღებული მოგება.

უკრაინის განცხადებით, მილსადენ "დრუჟბის" ნაწილი იანვრის ბოლოს რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა - თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი კიევისგან ითხოვენ მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას.

ამ ფონზე მოსკოვს უწევს დაეყრდნოს აზიის ბაზრებზე ექსპორტს. ის შეუფერხებლად განაგრძობს მილსადენებით მიწოდებას ჩინეთისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG