გამოცემის თანახმად, ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მარაგები მცირდება.
ამ საკითხზე შეჯერებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა, თუმცა გამოითქმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აშშ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის, სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის კომპლექსს, რომლებიც პარტნიორმა ქვეყნებმა ნატოს ინიციატივის (PURL) ფარგლებში უკრაინისთვის შეუკვეთეს.
საკითხი განიხილება, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ოპერაციის ინტენსივობის ზრდის ფონზე. ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებს მეთაურობს, გუშინ 25 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მა ირანში 10 000-ზე მეტ სამიზნე გაანადგურა, რამაც ასევე უნდა შეზღუდოს ირანის შესაძლებლობები, თავისი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, "რათა ამერიკელ სამხედროებსა და პარტნიორებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც ბრძოლისა და გამარჯვებისთვის ესაჭიროებათ“.
ამ საკითხზე პენტაგონს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატოს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
ფორუმი