Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC Studios-მა სანქცირებულ იმედს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა - Formula

ტელეკომპანია იმედის შენობა თბილისში
ტელეკომპანია იმედის შენობა თბილისში

მოკლედ

  • ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ცეკვავენ ვარკვლავების" ფორმატის ლიცენზია შეუწყვიტა ტელეკომპანია იმედს, რომელიც როგორც რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხი, 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.
  • რადიო თავისუფლებას იმედის ახალი ხელმძღვანელი, ილია იმედაიშვილი არ პასუხობს - ის ამ ტელევიზიას სანქცირების ამბის გახმაურების შემდეგ ხელმძღვანელობს.
  • ფორმულას ინფორმაციით, ლიცენზიის შეწყვეტის წერილი "იმედმა" 27 თებერვალს მიიღო BBC Studios-ისგან.

ცეკვავენ ვარკვლავები იმედზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობის ტიპის შოუა, რომელიც წლებია გადის ამ არხზე - შოუს ბოლო ჩანაწერი იმედის საიტზე 2026 წლის 23 თებერვალს არის ატვირთული.

იმედის ხელმძღვანელს რადიო თავისუფლებამ უპასუხოდ დატოვებული სატელეფონო ზარის შემდეგ ჰკითხა, ადასტურებენ თუ არა ლიცენზიის შეწყვეტას და თუ კი, რა კონტენტით ჩანაცვლდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი შოუ - ილია იმედაიშვილისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

პროსახელისუფლებო ქართულ სატელევიზიო არხებს, იმედსა და პოსტტივის დიდმა ბრიტანეთმა სანქციები უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ზუსტად 4 წლის თავზე, 24 თებერვალს დაუწესა „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების გამო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“;

სანქცირების შემდეგ საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი; მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG