„მე არ ვაპირებ მარკო რუბიოს სახელით საუბარს და სიამოვნებით მოვიყვან მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს დღევანდელ საუბრებს აშშ-ის გაცხადებულ სამხედრო მიზნებთან დაკავშირებით, კერძოდ, ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების ნეიტრალიზაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბარომ საფრანგეთში G7-ის შეხვედრის კულუარებში.
როდესაც ბაროს ჰკითხეს, წარადგინა თუ არა აშშ-მ მოთხოვნები ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ საფრანგეთს იგივე მიზნები აქვს, რაც აშშ-ს და რომ ტანკერების ესკორტის სისტემა აუცილებელი იქნება რეგიონში საომარი მოქმედებების პიკის დასრულების შემდეგ.
საფრანგეთში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" შეხვედრაში რუბიო მეორე დღეს ჩაერთო. დასავლური დემოკრატიების წამყვანი მინისტრების შეკრება ირანსა და უკრაინაში ომების, ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე მიმდინარეობს.
რუბიომ კმაყოფილება გამოთქვა G7-ის შეხვედრით. მან განაცხადა, რომ მოველით, ირანის ოპერაცია შესაბამის დროს დასრულდება, ჩვენ კვირების, და არა თვეების, შესახებ ვსაუბრობთ. მან თქვა, რომ აშშ-ს შეუძლია მიზნებს ირანში სახმელეთო ჯარების შეყვანის გარეშე მიაღწიოს.
ფორუმი