ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავდა, სულ ცოტა, თერთმეტი. დაშავებულთა შორის არის 9 წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა: სამშობიარო კლინიკა, საცხოვრებელი შენობები, ბიზნესობიექტები, საპორტო და კრიტიკული ინსფრასტრუქტურა.
ოდესის საოლქო სამხედო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ დრონი მოხვდა სამშობიარო კლინიკის სახურავს, რა დროსაც შენობაში იმყოფებოდა 80 ადამიანი (მათ შორის 33 სამედიცინო პერსონალი) და ყველა მათგანი თავშესაფარში იმყოფებოდა. შენობაში ხანძარი არ გაჩენილა.
უკრაინის ვიცეპრემიერ ოლეკსი კულებას თანახმად, ოდესის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთ პორტში დრონი მოხვდა მარცვლეულის საცავს.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები: სამშობიარო კლინიკის, სამი საგანმანათლებლო ობიექტის (ორი საბავშვო ბაღი), ორი ხუთსართულიანი და ერთი ათსართულიანი საცხოვრებელი სახლები, 12 კერძო სახლი და კერძო ავტომანქანები.
შაბათის ეს თავდასხმა რამდენიმე საათს გრძელდებოდა - შუაღამიდან დილამდე პერიოდში.
მასირებული დარტყმები იყო კრივოი როგზეც. დაიღუპა ორი ადამიანი და დაჭრილია ორი. ერთი მამაკაცი დაიღუპა პოლტავის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად.
28 მარტს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “ტასმა”, რუსეთის იაროსლავის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმაზე, რომელსაც ბავშვი ემსხვერპლა.
უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევის სამიზნე იაროსლავის ოლქში იყო "ნავთობის გადამამუშავებელი და რუსი ოკუპანტების სხვა ობიექტები". გენშტაბის განცხადებით, 28 მარტს "აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზნით" უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც "მტრის არმიის ლოჯისტიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა" და რომლის ტერიტორიაზეც ამ დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა:
"იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანნა სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოა და რუსეთის ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ობიექტია. მისი წარმადობა არის დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში".
ფორუმი