Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მუზეუმიდან რენუარის, სეზანისა და მატისის ნამუშევრები გაიტაცეს

მატისის ნამუშევრები - საილუსტრაციო ფოტო
მატისის ნამუშევრები - საილუსტრაციო ფოტო

იტალიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი კვირის წინ ჩრდილოეთი იტალიის შედარებით უცნობი, მაგრამ ხელოვნების ნიმუშებით საკმაოდ მდიდარი მუზეუმიდან პიერ ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და ანრი მატისის ნამუშევრები წაიღეს.

გატაცებულია რენუარის "თევზი," სეზანის "ნატიურმორტი ალუბლით" და მატისის "ოდალისკი ტერასაზე".


მძარცველებმა კარი გატეხეს, რათა შენობის პირველ სართულზე მდებარე ოთახში შეეღწიათ, შემდეგ კი მუზეუმის პარკის გავლით მიიმალნენ.


პოლიციის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ გასულ კვირას, ორშაბათის ღამეს, ჩრდილოეთ იტალიაში, პარმას მახლობლად მდებარე Magnani-Rocca Foundation-ის ვილაში ოთხი ნიღბიანი
მამაკაცი შეიჭრა და ხელოვნების ნიმუშები გაიტაცა.

მან Rai-ს სატელევიზიო ქსელის ინფორმაცია დაადასტურა. ფონდი ძველი ოსტატების და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კერძო კოლექციას წარმოადგენს, რომელიც დააარსა კრიტიკოსმა ლუიჯი მანიანიმ მშობლების პატივსაცემად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG