Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუციას

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები კენჭს უყრიან ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ რეზოლუციას. 7 აპრილი, 2026 წელი
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები კენჭს უყრიან ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ რეზოლუციას. 7 აპრილი, 2026 წელი

რუსეთმა და ჩინეთმა 7 აპრილს ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას მოითხოვდნენ.

რეზოლუციის ტექსტი უკვე აღარ წარმოადგენდა თავდაპირველ ვარიანტს, რომლითაც სპარსეთის ყურის ქვეყნებმა სცადეს ძალის გამოყენების ნებართვა მიეღოთ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის დასაცავად.

ბაჰრეინის მიერ მომზადებულმა რეზოლუციის პროექტმა, რომელსაც აშშ მიემხრო, 11 მხარდამჭერი მოიპოვა, ორი წინააღმდეგი იყო და ორმა თავი შეიკავა.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა სინანული გამოთქვეს ამ ზომის უარყოფის გამო.

ირანმა მნიშვნელოვან საზღვაო სატრანსპორტო სრუტეზე ბლოკადა დააწესა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს ომი დაიწყეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG