Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე

რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. 2026 წლის 9 აპრილი (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. 2026 წლის 9 აპრილი (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის არმიამ 9 აპრილის დილით დარტყმა განახორციელა უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონზე, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა კიდევ ოთხი პირი. ამ ცნობას ავრცელებს ზაპოროჟიეს საბრძოლო ადმინისტრაცია.

იუწყებიან, რომ განხორციელდა, სულ მცირე, რვა დარტყმა.

ორი დაჭრილის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის საბრძოლო ადმინისტრაციაც - ამ ცნობით, რუსეთის დარტყმა სამ რაიონში განხორციელდა.

8 აპრილს, საღამოს უკრაინის ენერგეტიკის ჰოლდინგი DTEK-ი იუწყებოდა, რომ რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა ქვესადგურზე ოდესის ოლქში. კომპანია აცხადებდა, რომ სპეციალისტები სწავლობდნენ დაზიანებულ აღჭურვილობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოთხშაბათიდან ხუთშაბათის ღამით რუსეთმა უკრაინაზე დარტყმები განახორციელა 119 დრონით, რომელთაგან 99 ჩამოგდებულ იქნა. 16 დრონი 11 ადგილზე ჩამოვარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG