მარიკა არევაძის თქმით, პარტიაში მოქმედი "ცხელი ხაზის" საშუალებით გაარკვია, რომ დემონსტრანტი შოთა ოდიშვილი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს დიღმის იზოლატორში, შემდეგ - სასამართლოში.
მისივე ინფორმაციით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, - რომლისთვისაც ესტონეთის მთავრობას აქვს სავიზო სანქცია დაკისრებული, - დემონსტრანტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ამჟამად მარნეულის იზოლატორში იმყოფება“, - უთხრა ადვოკატმა 10 აპრილს რადიო თავისუფლებას.
„მოსამართლე ცეკვავამ წითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში“, - დაწერა მანამდე მარიკა არევაძემ ფეისბუკზე.
- პოლიციამ 9 აპრილს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან დააკავა მოქალაქე შოთა ოდიშვილი, რომელსაც მაისურზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ ჰქონდა წარწერები.
- ბიძინა ივანიშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიების შემდეგ, მას პოლიციამ ხელი ჩაავლო და ე.წ. დაკავების ავტომობილში ჩასვა.
- იმავე დღეს პარლამენტთან კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - აქციის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი. დღის ბოლოს ის პოლიციის განყოფილებიდან გაუშვეს.
- შსს-ში ამბობენ, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ფორუმი