13 აპრილიდან აშშ დაბლოკავს გემების მიმოსვლას ირანის პორტებისკენ და პორტებიდან.
ბლოკადის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა ირანთან პაკისტანში გამართული მოლაპარაკება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ბლოკადა დაიწყება 13 აპრილს, აღმოსავლეთ სანაპიროს დროით დილის ათ საათზე(თბილისის დროით საღამოს ექვსი საათი).
CENTCOM-ის თანახმად, ბლოკადა ეხება ყველა ქვეყნის გემებს, რომლებიც ირანის პორტებისკენ მიემართებიან, ან ამ პორტებიდან მოდიან, მათ შორის ჰორმუზის და ომანის სრუტეებში. ამერიკელი სამხედროები არ შეაფერხებენ თავისუფალ ნაოსნობას იმ გემების, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს ტრანზიტით გადიან სხვა, არაირანული პორტებიდან.
ჰორმუზი არაბეთის ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და ღია ოკეანეში გასასვლელია. ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაპირი ირანს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის ექსკლავ მუსანდამს.
2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში 11-12 აპრილს გამართულ მოლაპარაკებაზე ვაშინგტონმა ვერ მიაღწია მთავარი მოთხოვნის შესრულებას, თეირანის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისის გამო ჩაბნელებული ქუჩები, დახურული ქარხნები
მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, იგრძნობა საწვავის დეფიციტი მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და აღარ ატარებს ნავთობისა და გაზის ტანკერებს. რეგიონი ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 60 პროცენტს ახლო აღმოსავლეთიდან ახორციელებს.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
2/12დახურული მაღაზიები ქაიროში. 28 მარტს ეგვიპტის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ მაღაზიები საღამოს 9 საათზე უნდა დაიხუროს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პირობებში.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
3/12ეს მეთევზე აიაკიოს პორტის ბლოკადაში მონაწილეობს საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. 7 აპრილი.კორსიკელი მეზღვაურები აპროტესტებდნენ საწვავის ფასების „სასიკვდილო სპირალს“. კუნძულზე საწვავის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ძირითად საფრანგეთში.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
4/12მანქანებისა და მოტოციკლეტების გრძელი რიგი ბენზიგასამართ სადგურთან ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 6 აპრილს. ქვეყანაში საწვავის დეფიციტი მიეწერება „პანიკურ შესყიდვებს“ ბანგლადეშში საწვავის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანების ფონზე.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
5/12ჯარისკაცი დარაჯობს ნავთობის საცავის შესასვლელთან დაკაში. 3 აპრილი. ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ბანგლადეშის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განალაგა ჯარები და პოლიცია საწვავის საწყობებთან.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
6/12პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში მოვაჭრეებმა 7 აპრილს ადრე დახურეს თავიანთი მაღაზიები.ენერგიის დაზოგვის ზომების ფარგლებში, პაკისტანის მთავრობამ 6 აპრილს გასცა განკარგულება, რომ ბაზრები და სავაჭრო ცენტრები საღამოს 8 საათამდე დაიხუროს.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
7/12კერამიკის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა ინდოეთის ქალაქ მორბიში. 5 მარტი. როგორც იტყობინებიან, მარტო მორბიში ასობით ქარხანამ შეაჩერა მუშაობა საწვავის დეფიციტის გამო, ვინაიდან ინდოეთის კერამიკის ინდუსტრიის ღუმელები დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
8/12ხალხი წყლის კონტეინერებს ავსებს სატვირთო მანქანიდან, ვინაიდან საწვავის მწვავე დეფიციტის პირობებში ქვეყანაში შეფერხებულია წყლის სატუმბი დანადგარების მუშაობა. ჰავანა, კუბა, 19 მარტი.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
9/12მოხალისე კუპონით ხელში ბენზინგასამართ სადგურზე ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის დროსაც ადგილობრივი ბიზნესმენი მოსახლეობას 200 000 დოლარის ღირებულების ბენზინის ჩუქებას დაჰპირდა. 4 აპრილი.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
10/12მამაკაცი ველოსიპედს არემონტებს პაკისტანის ქალაქ კუეტაში მდებარე მაღაზიაში. საწვავის ფასების ზრდის ფონზე მგზავრები ეძებენ გზებს, რათა თავი აარიდონ მოტოციკლების გამოყენებას. 7 აპრილი.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
11/12მუშა პლასტმასის გრანულებით სავსე პარკებით ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში 1 აპრილს. პლასტმასის პროდუქტები წიაღისეული საწვავისგან მზადდება და ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის გამო მასალის ფასი გაიზრდება.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
12/12სამხრეთ სუდანელი გოგონა მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურას იყენებს სწავლისთვის, რადგან, როგორც იტყობინებიან, ირანთან აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტმა აფრიკის ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის რაციონირება გამოიწვია.
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.
Previous slide
Next slide
12 აპრილს, პაკისტანში ირანთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები დაიწყებენ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას და ღია ზღვაში გავლის უფლებას ვერ მიიღებს ვერავინ, ვინც ირანს უკანონო გადასახადს უხდის.
მედიის ცნობით, ბოლო ხანს ირანმა არაერთ გემს მისცა ჰორმუზის სრუტით გავლის უფლება, რის სანაცვლოდაც მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო.
სააგენტო „ფრანს პრესის" ცნობით, ბლოკადით ტრამპის მუქარას „სასაცილო“ და „აბსურდული“ უწოდა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა შაჰრამ ირანიმ.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები აკონტროლებენ, სრუტის გავლა სპეციალური წესების შესაბამისად შეუძლიათ მხოლოდ სავაჭრო გემებს და იქ სამხედრო გემების გამოჩენას მკაცრი პასუხი მოჰყვება.
პაკისტანში მოლაპარაკების წინ, 7 აპრილს შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. ირანს სრუტე პრაქტიკულად არ გაუხსნია, რაც იმით ახსნა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია. თავის მხრივ, ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდებოდა.
ფორუმი