Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 14 აპრილს განაცხადა, რომ წინა დღეს ესაუბრა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მოუწოდა მათ ვაშინგტონსა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებისა და ნებისმიერი შესაძლო ესკალაციის შეჩერებისკენ.

სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება მალე.

Reuters-ს მოჰყავს მისი სიტყვები: „ამ ვითარებაში, მოლაპარაკებები სწრაფად უნდა განახლდეს მთავარი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით”.

ისლამაბადში პაკისტანის შუამავლობით აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრაზე შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ომის დასრულების პირობებია ირანის მიერ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტის გახსნა, ირანისთვის ზარალის კომპენსაცია, ასევე სანქციების ძალით ირანის გაყინული აქტივების თეირანისთვის გადაცემა. ერთ-ერთი მთავარი თემაა ირანის ბირთვული პროგრამა. ეს არის აშშ-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები 1979 წლის ისლამური

რევოლუციის შემდეგ. ეს არის პირველი პირდაპირი მოლაპარაკება 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG