Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის ცნობილ პირამიდებთან შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

მექსიკის უძველესი ქალაქის, ტეოტიუაკანის პირამიდებთან 20 აპრილს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა
მექსიკის უძველესი ქალაქის, ტეოტიუაკანის პირამიდებთან 20 აპრილს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა მექსიკის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობის, დედაქალაქ მეხიკოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე უძველესი ქალაქის, ტეოტიუაკანის პირამიდებთან, სადაც ყოველთვის ტურისტების სიმრავლეა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოკლულია კანადის მოქალაქე ქალი. დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთი პირამიდის წვერიდან ისვრის. თავდასხმა 20 აპრილს მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

მექსიკის ხელისუფალთა ცნობით, დაჭრილებს შორის ორი კოლუმბიის მოქალაქეა, ერთი კანადის და ერთი რუსეთის.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ის, რაც ტეოტიუაკანში მოხდა, დიდ ტკივილს იწვევს. შეინბაუმმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

  • ამ ზაფხულს მექსიკა აშშ-თან და კანადასთან ერთად მასპინძლობს 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს.
  • მექსიკის მთავრობა ჩემპიონატის უსაფრთხოების დასაცავად აპირებს პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა ძალების 100 ათასამდე წარმომადგენლის მობილიზებას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG