Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედროებმა ლიბანის შვიდი სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

ისრაელის სამხედროები ლიბანის საზღვართან. 16 აპრილი, 2026 წელი
ისრაელის სამხედროები ლიბანის საზღვართან. 16 აპრილი, 2026 წელი

26 აპრილს ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში შვიდი სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს და განაცხადეს, რომ ისინი უპასუხებენ ჰეზბოლას მიერ ქვეყნებს შორის ცოტა ხნის წინ განახლებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ (მისი სამხედრო ფრთა ტერორისტულადაა შერაცხილი აშშ-ში) მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გათვალისწინებით, ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებულია, მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღოს“, - განაცხადა სამხედროების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ავიჩაი ადრაიმ, X-ზე და მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე შვიდი სოფელი დაასახელა.

ჰეზბოლამ უარყო ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალდება, რომ ის საფრთხეს უქმნის ცეცხლის შეწყვეტას და განაცხადა, რომ გააგრძელებს რეაგირებას ისრაელის მიერ დარღვევებსა და სამხრეთ ლიბანის ოკუპაციაზე.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა თეთრ სახლში აშშ-ის წარმომადგენლების, ასევე ისრაელსა და ლიბანში აშშ-ის ელჩების და აშშ-ში ისრაელის და ლიბანის ელჩების შეხვედრა.

ისრაელმა ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, 2026 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყო. ჰეზბოლა ირანის მოკავშირეა, რომელმაც ირანთა ომის დაწყების საპასუხოდ განახორციელა იერიში ისრაელის ობიექტებზე.
7 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს აშშ-ისრაელს და ირანს შორისაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG