გელა გელაძის კანდიდატურას სუსის უფროსად, განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. ამის შესახებ გადაწყვეტილება მანამდე ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრამდე კი მისი კანდიდატურა ასევე დახურულ რეჟიმში განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ შინაგან საქმეთა მინისტრად თქვენი მუშაობისთვის, თქვენი მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მთელი საზოგადოება აკვირდებოდა თქვენს ბრძოლას დამნაშავეობასთან. ვნახეთ განსაკუთრებული შემართება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეული პოლიციელის მხრიდან ამ საქმეში და ამაში, რა თქმა უნდა, თქვენს პირად მაგალითს ძალიან დიდი როლი ჰქონდა. გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევას. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთივე შემართებით უკვე გაუძღვებით საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს", - თქვა სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
- გელა (გეკა) გელაძე შს მინისტრად 2025 წლის 28 მაისს დაინიშნა; წინა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, საზოგადოებას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა.
- გელა გელაძე სუსის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის შემცვლელად 21 აპრილს დაასახელა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, როდესაც საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება გააცნო საზოგადოებას.
ფორუმი