აღლუმზე რომ საბრძოლო ტექნიკა არ იქნება, 28 აპრილს დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და მიზეზად „მიმდინარე ოპერატიული ვითარება“ დაასახელა დამატებითი განმარტების გარეშე. მიზეზის შესახებ ჟურნალისტებმა 29 აპრილს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს.
პესკოვმაც განაცხადა, რომ „საუბარია ოპერატიულ ვითარებაზე“ და ამასთან, გაიხსენა პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ „კიევის რეჟიმი, რომელიც ბრძოლის ველზე მიწებს ყოველდღე კარგავს, მთლიანად გადაეშვა ტერორისტულ აქტიურობაში“.
ამიტომ, როგორც პესკოვმა განაცხადა, „ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე“ იღებენ ყველა ზომას „საფრთხის მინიმიზაციისთვის“.
- რუსეთი 9 მაისის სამხედრო აღლუმებს სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით ატარებდა წლების განმავლობაში, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
- წინა, 2025 წლის სამხედრო აღლუმში, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არმიის პირად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობდა 183 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები, საარტილერიო დანადგარები, სადესანტო საბრძოლო მანქანები და სარაკეტო სისტემები „ისკანდერ-მ“ და „ტრიუმფი“.
- წითელ მოედანზე საჯაროდ პირველად აჩვენეს უპილოტო საფრენი აპარატები „გერანი“, „ორლანი“ და „ლანცეტი“.
ფორუმი