გამოცემა Euractiv-ი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკას აშუქებს, წევრი სახელმწიფოების მთავრობებისთვის მომზადებულ კონფიდენციალურ მონაცემებს გაეცნო. გაირკვა, რომ:
- 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებმა შენგენის ვიზის მისაღებად 670 000-ზე მეტი განაცხადი წარადგინეს, რაც 2024 წლის მონაცემებზე 8%-ით მეტია.
- ევროკავშირის ქვეყნებმა 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის გასცეს 620 000-ზე მეტი ვიზა, რაც წინა წელთან შედარებით 10,2%-ით მეტია.
როგორც Euractiv-ი წერს, ამ მონაცემებმა დაძაბულობა გამოიწვია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატთა დახურულ შეხვედრებზე.
რუსეთის მოქალაქეებისთვის 2025 წელს გაცემული ვიზების დაახლოებით 77% ტურისტული იყო. მეორე ადგილზეა ნათესავებთან და მეგობრებთან ვიზიტების გამო გაცემული ვიზები და მესამეზე - საქმიანი ვიზიტებისთვის.
ლიდერი საფრანგეთია
შენგენის ვიზის მისაღებად რუსეთის მოქალაქეების მიერ 2025 წელს წარდგენილი განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი მოდის საფრანგეთზე, იტალიასა და ესპანეთზე.
ყველაზე მეტი ვიზა საფრანგეთმა გასცა და ყველაზე მკვეთრი მატებაც აჩვენა - 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა 23%-ით აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს.
Euractiv-ი წერს, რომ საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უპასუხეს მიმართვას კომენტარის შესახებ.
- მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა გაუუქმა, ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ საერთოდ უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე.
ფორუმი