- საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით
- ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც
- აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის
- საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე
- ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით
- მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც დანიშნულია 11 მაისს 13.00 სთ-ზე, უნდა დასრულდეს წმინდა სინოდის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევით.
28 აპრილს წმინდა სინოდმა უკვე გამოარჩია სამი საპატრიარქო კანდიდატი:
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
- ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა
- ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი
ფორუმი