Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინისა და ტაივანის შესახებ ისაუბრეს

დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და სი ძინპინი. პეკინი, 14 მაისი, 2026.
დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და სი ძინპინი. პეკინი, 14 მაისი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს მან განიხილა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ტაივანის გარშემო არსებული ვითარება.

უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონს და პეკინს სურთ შეთანხმების მიღწევა.

„ჩვენ ეს განვიხილეთ. ეს არის ის, რისი მოგვარებაც გვსურს. გუშინ ღამემდე ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ წუხელ სერიოზული დარტყმა იყო. ასე რომ, ეს მოხდება,“ - თქვა მან.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „სერიოზულ დარტყმაში“, მაგრამ 13-14 მაისის ღამით რუსეთმა კიევს შეუტია. დარტყმის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი. 24 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სი ძინპინმა ჰკითხა მას აშშ-ის მიერ ტაივანის შესაძლო დაცვის შესახებ.

„მან მკითხა, დავიცავდი თუ არა ტაივანს. მე ვუპასუხე: ასეთ რამეებზე არ ვლაპარაკობ“, - თქვა ტრამპმა.

როდესაც რეპორტიორმა სთხოვა, დაეზუსტებინა, იკითხა თუ არა ჩინეთის ლიდერმა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა და კვლავ აღნიშნა, რომ მან სი ძინპინს უარი უთხრა ამ საკითხის განხილვაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG