Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ დაანონსდა სი ძინპინის ვიზიტი აშშ-ში

დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა 14 მაისს პეკინში გამართეს შეხვედრა
დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა 14 მაისს პეკინში გამართეს შეხვედრა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ 15 მაისს დაადასტურა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი 2026 წლის შემოდგომაზე შეერთებული შტატების დედაქალაქს ეწვევა.

ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

პრეზიდენტი სი ბოლოს 2015 წლის სექტემბერში იმყოფებოდა თეთრ სახლში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიწვევით.

სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიწვია მიმდინარე კვირაში ჩინეთში ვიზიტისას.

დონალდ ტრამპი 14 მაისს შეხვდა სი ძინპინს. სახალხო კრების (პარლამენტის) შენობაში მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ.

მოლაპარაკების დაწყების წინ დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა, რომ დიდი პატივია იყოს მისი მეგობარი, სის დიდი ლიდერი უწოდა და განაცხადა, რომ ჩინეთს და აშშ-ს ექნებათ იმაზე უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე ოდესმე და ფანტასტიკური საერთო მომავალი.

თავის მხრივ, სი ძინპინმა თქვა, რომ აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები, რაც მომგებიანია არა მხოლოდ ორი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG