ოჯახის წევრებისა და ყოფილი მთავარი პოლიტიკური მოკავშირეების მიმართ კორუფციის საქმეზე გამოძიებებმა სანჩესის პოპულარობა ქვეყნის შიგნით შეამცირა, ხოლო აშშ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ისრაელთან დაპირისპირებამ გაზარდა მისი ავტორიტეტი საზღვარგარეთ.
ესპანეთის დეცენტრალიზებულ პოლიტიკურ სისტემაში რეგიონებს ფართო უფლებამოსილებები აქვთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და ბინათმშენებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის არჩევნებს ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში.
ანდალუსიას, რომელიც ტურისტებს იზიდავს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო კურორტებითა და ისტორიული ქალაქებით, თითქმის 40 წლის განმავლობაში
სოციალისტები მართავდნენ.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ მთავარი კონსერვატიული “სახალხო პარტია", (PP), რომელიც სამხრეთის ამ რეგიონში 2019 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, კვლავ დაამარცხებს სოციალისტებს მხარეში, რომელსაც ისინი წლების განმავალობაში მართავდნენ.
გაურკვეველია, მიაღწევს თუ არა ანდალუსიის "სახალხო პარტიის" ლიდერი ხუანმა მორენო კიდევ ერთ უმრავლესობას 109-ადგილიან პარლამენტში.
ლიდერობა შეიძლება ულტრამემარჯვენე პარტია Vox-მა მოიპოვოს, ანუ განმეორდება ტენდენცია, რომელიც გამოჩნდა ბოლო არჩევნებში ესტრემადურაში, არაგონში, კასტილიასა და ლეონში.
ამ რეგიონებში მემარცხენეების მწარე მარცხის შემდეგ, ანდალუსიაში კიდევ ერთი გამანადგურებელი მარცხი განსაკუთრებით მტკივნეული იქნება სანჩესისთვის, რომლის კანდიდატიც მისი ყოფილი მოადგილე და ყოფილი ფინანსთა მინისტრი, მარია ხესუს მონტეროა.
სახალხო პარტია Vox-თან კოალიციური მთავრობების შექმნაზე შეთანხმდა ესტრემადურასა და არაგონში და არ გამორიცხა თანამშრომლობა ქვეყნის დონეზე, თუ შემდეგი საყოველთაო არჩევნები, რომელიც 2027 წელს არის მოსალოდნელი, არადამაჯერებელ შედეგებს მოიტანს.
ეპანეთში, ანდალუსიაში სოციალისტები ჩანს, კვლავ მარცხდებიან
ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის "სოციალისტური მუშათა პარტია," კიდევ ერთ მარცხს განიცდის ანდალუსიაში 17 მაისს გამართულ რეგიონულ არჩევნებში, რაც შესაძლოა, მომავალი წლის საყოველთაო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყოს.
ფორუმი