Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა, სავარაუდოდ, ისევ უკრაინული

ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, უტენის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. დრონის ნამსხვრევები 17 მაისს გვიან საღამოს მინდორში აღმოაჩინეს.

კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, სამხედრო დრონი უკრაინულია, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა.

  • ბოლო თვეებში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და ფინეთში. 2026 წლის მარტში დრონი მოხვდა ესტონეთის დასახლებულ პუნქტ აუვერეში მდებარე ელექტროსადგურის საკვამურს.
  • უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონები ამ ქვეყნის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებით კურსს ასცდნენ და ინციდენტებისთვის ბოდიში მოუხადა ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს.

2026 წლის მაისის დასაწყისში დრონებმა ისევ შეაღწიეს ლატვიის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი რეზეკნეს რაიონში, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

ამ ფაქტს მოჰყვა ჯერ თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის გადადგომა და მმართველი კოალიციის დაშლა.

17 მაისს ლატვიის საჰაერო სივრცეში ისევ დააფიქსირეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის გამოც ბალტიის ქვეყნებში ნატოს მისიამ გამანადგურებლებიც გაგზავნა, თუმცა დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე მალევე დატოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG