დაჯილდოების ცერემონია შვედეთში, სტოკჰოლმში დღეს, 18 მაისს, გაიმართა - ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია Civil Rights Defenders-ი მუშაობს დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული საქმიანობისთვის ჯილდოს ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს 2013 წლიდან გადასცემენ.
მზია ამაღლობელის შესახებ:
- პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
- უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი არ შეიცვალა;
- მას დროზე ადრე გათავისუფლებაზე "უდოს კომისიამ" უარი უთხრა;
- პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა;
- მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში სამი საჩივარია შესული: არასათანადო მოპყრობაზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის უკანონოდ გამოყენებაზე და ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით.
ფორუმი