გადაწყვეტილება 2026 წლის 19 მაისს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ.
ნანუკა ჟორჟოლიანს ედავებოდნენ, რომ 2025 წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე პროტესტისას „ხალხის სავალი ნაწილი ხელოვნურად გადაკეტა“.
შვილის, მარიამ გეგუჩაძის ცნობით, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს პოლიციელებმა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რომ ერჩივნა, პატიმრობა შეეფარდებინათ, ვიდრე ჯარიმა, რომლის ბიუჯეტში გადახდაც არ უნდოდა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმ დღეს, - როდესაც კანონში ცვლილებები ახალი მიღებული იყო, - დემონსტრანტებმა, მათ შორის მან, არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა დგომა და სად არა:
„თქვენი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მოვიდა და ... მითხრა, რომ დადგინდებოდა უახლოეს დღეებში ტერიტორია, სადაც დგომა ჩაითვლებოდა კანონდარღვევად და ჩვენთვის გახდებოდა ცნობილი“, - თქვა მან.
- ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლიდან არაერთი კანონი მიიღო, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუარესეს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო გარემო.
- შეზღუდვები შეეხო გამოხატვის თავისუფლებასაც. მათ შორის, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი.
- აქციის გამართვამდე აუცილებელი გახდა შსს-ს ინფორმირება, გზის გადაკეტვისთვის ან ტროტუარზე პროტესტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა.
- იმავე წესის დარღვევისთვის შსს-ს შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
- გამკაცრებული კანონით ათობით ადამიანს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
ფორუმი