„ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება... მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - თქვა მან.
რა ტიპის გამოხატვა ჩაითვლება სამართალდარღვევად
დარახველიძის განმარტებით, „პიროვნული თავდასხმები“ არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა არ შეიზღუდება თუკი ეს გამოხატვა რაიმე საზოგადოებრივ მოვლენას შეეხება:
„თითოეული კრიტიკა, თავდასხმა იქნება, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი, თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში, უკვე ერთვება კანონი...
[თუკი ადამიანი] უხამსი გამონათქვამებით რაიმე პოლიტიკას აკრიტიკებს, ან მის შეხედულებას აფიქსირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებად. აქ ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე“.
ვინ შეაფასებს მოქალაქეთა გამოხატვის ფორმებს
დარახველიძის თქმით, ამ სამმართველოში თანამშრომლების შერჩევის დროს გაითვალისწინებენ „გამოცდილებას“ და ამის მიხედვით მოხდება მათი დასაქმება.
„აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება და მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან“.
ახალი სამმართველო
18 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში „უმოკლეს ვადაში“ შეიქმნებოდა სამმართველო, რომლის „ძირითადი ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.
მისი ამ განმარტების თანახმად, შსს შეიძლება დაინტერესდეს სოციალურ ქსელებში პოსტებით, ფოტოებით, ფოტოებზე წარწერებითა თუ ვიდეოებით.
„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის მოტივით სიტყვის თავისუფლებას ახშობს.
ფორუმი