კასტროს ბრალდება მას შემდეგ წაუყენეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეჟიმის შეცვლა მოითხოვა კუბაში, სადაც კომუნისტები მართავენ ქვეყანას მას შემდეგ, რაც კასტროს გარდაცვლილი ძმა, ფიდელ კასტრო, რევოლუციას ჩაუდგა სათავეში 1959 წელს.
ეს ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენების ბოლო შემთხვევაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისტორიულად, აშშ-ში უცხოელი ლიდერების წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება იშვიათია.
დონალდ ტრამპი მიესალმა აშშ-ის მიერ კუბის ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას, თუმცა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს ვითარების ესკალაციის საჭიროებას, იმ ვარაუდების ფონზე, რომ ვაშინგტონი კომუნისტური სახელმწიფოს დამხობას შეეცდება.
აშშ-მა ფაქტობრივად ბლოკადა დააწესა კუბაზე და სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც მას საწვავით ამარაგებენ, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში.
94 წლის კასტრო კუბის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სანამ 2008 წელს, მისი ძმის ავადმყოფობის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა. ფიდელი 2016 წელს გარდაიცვალა.
რაულ კასტრომ პრეზიდენტის თანამდებობა 2018 წელს დატოვა, თუმცა კუბის პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად რჩება.
ჰავანას ბრალდების წაყენების საფრთხეზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა 15 მაისს საჯარო კომენტარებში დაუმორჩილებლობა გამოხატა.
„(აშშ-ის) ემბარგოს, სანქციებისა და ძალის გამოყენების მუქარის მიუხედავად, კუბა აგრძელებს სუვერენიტეტის გზას თავისი სოციალისტური განვითარებისკენ“, - განაცხადა როდრიგესმა.
1931 წელს დაბადებული რაულ კასტრო, უფროს ძმასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო პარტიზანულ ომში, რომელმაც დაამხო დიქტატორი ფულხენსიო ბატისტა, რომელსაც ამერიკა უჭერდა მხარს.
ტრამპი აცხადებს, რომ კუბის კომუნისტური მთავრობა კორუმპირებულია და მარტში დაემუქრა, რომ კუბა „შემდეგი იქნება“ ვენესუელის მერე.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ორშაბათს განაცხადა, რომ კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება „სისხლის ღვრას“ გამოიწვევს და რომ კუნძული საფრთხეს არ წარმოადგენს.
ფორუმი