Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: ენერგომატარებლებიდან რუსეთის შემოსავლები მაისში შეიძლება 40%-ით გაიზარდოს

სატვირთო გემი Xin Hai Kou. ფუჯაირა, 6 მაისი, 2026.
სატვირთო გემი Xin Hai Kou. ფუჯაირა, 6 მაისი, 2026.

2026 წლის მაისში ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები შესაძლოა გასული წლის მაისთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდოს და დაახლოებით 700 მილიარდ რუბლს მიაღწიოს, იტყობინება Reuters-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.

სააგენტო ამ მატებას მიაწერს ნავთობის გლობალური ფასების ზრდას, რაც ირანში ომისა და ჰორმუზის ყურეში კრიზისის შედეგია. ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს.

თუმცა, აპრილთან შედარებით მოსალოდნელია, რომ შემოსავლები დაახლოებით 17%-ით შემცირდება გადასახადების გადახდის თავისებურებებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სუბსიდიების გაზრდის გამო.

მაისში ზრდის მიუხედავად, საერთო ჯამში, Reuters-ის შეფასებით, რუსეთის ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა და დაახლოებით სამ ტრილიონ რუბლს მიაღწია.

Reuters-ი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს რუსეთის ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები 24%-ით შემცირდა და 8,5 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG