Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა აკრძალა მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა

პლაკატი მოჯთაბა ხამენეის გამოსახულებით. თეირანი, 5 აპრილი, 2026.
პლაკატი მოჯთაბა ხამენეის გამოსახულებით. თეირანი, 5 აპრილი, 2026.

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომელიც კრძალავს მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანას, განუცხადა Reuters-ს ორმა მაღალჩინოსანმა ირანულმა წყარომ.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „უზენაესი ლიდერის დირექტივა და ხელისუფლებაში არსებული კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ გამდიდრებული ურანის მარაგები არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან“. თეირანი შიშობს, რომ ურანის გატანა ირანს უფრო დაუცველს გახდის აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო თავდასხმების მიმართ.

მოგვიანებით ტელერხ Al Jazeera-ს ჟურნალისტმა ალი ჰაშიმმა, ირანის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ხამენეის ასეთი დოკუმენტისთვის არ მოუწერია ხელი. წყარომ Reuters-ის ცნობებს „სამშვიდობო შეთანხმების მოწინააღმდეგეების პროპაგანდა“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის პოზიცია უცვლელი რჩება: თეირანი მზადაა დამოუკიდებლად შეამციროს თავისი ურანის მარაგის ნაწილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ.

შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ირანმა უარი თქვას მაღალგამდიდრებულ ურანზე პოტენციური ბირთვული შეთანხმების ფარგლებში. ვაშინგტონი და ისრაელი დაჟინებით მოითხოვენ მასალის ქვეყნიდან სრულად გატანას ან მის საერთაშორისო კონტროლს.

IAEA-ის მონაცემებით, ირანს დაახლოებით 440 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი აქვს. შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში ეს თეორიულად საკმარისია რამდენიმე ბირთვული იარაღის შესაქმნელად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG