ბათუმის ნაცვლად Astoria Grande თურქეთში, სტამბოლში, შემდეგ კი ამასრაში გაჩერდება. ამის შემდეგ საკრუიზო გემი კვლავ სოჭში დაბრუნდება.
ჯერ კიდევ 19 მაისის მონაცემებით, გემი ბათუმის პორტშიც უნდა გაჩერებულიყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
Astoria Grande საქართველოში
2023 წელს საკრუიზო გემი ორჯერ ჩავიდა ბათუმში - 27 და 31 ივლისს - სადაც მას ხმაურიანი საპროტესტო აქციებით დახვდნენ.
27 ივლისს, Astoria Grande-მ საქართველოში რამდენიმე ასეული რუსი ტურისტი ჩამოიყვანა. სტუმრები შეურაცხმყოფელი, ანტიქართული კომენტარებით გამოირჩეოდნენ; იყო შეურაცხმყოფელ ჟესტებიც - პირდაპირ გემბანიდან.
27 ივლისს ბათუმის პორტიდან საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. გემმა ბათუმი დროზე ადრე დატოვა.
2023 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, გემის მგზავრები ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსებით გამოიყვანეს - იქ შეკრებილთა უკმაყოფილო შეძახილებისა და კვერცხების, ბოთლების სროლის ფონზე.
საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, უკრაინის ორი მოქალაქე.
ფორუმი