Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა CBS-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და ირანი უახლოვდებიან შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მაისს, CBS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი „ბევრად უახლოვდებიან“ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

თუმცა, ტელეარხთან ინტერვიუში ტრამპმა ასევე თქვა, რომ თუ აშშ და ირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, „შეიქმნება ვითარება, როდესაც არცერთ ქვეყანას არ მიუღია ისეთი დარტყმა, როგორიც ახლა მოხდება”.

ტრამპი 23 მაისს საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, თურქეთისა და პაკისტანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავს, განუცხადა არაბმა ოფიციალურმა პირმა Reuters-სს.

ამასობაში, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების 14-პუნქტიანი „ჩარჩო შეთანხმება“ სრულდება, თუმცა მიანიშნა, რომ მნიშვნელოვანი უთანხმოება კვლავ რჩება.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოულოდნელად შეცვალა თავისი გეგმები და შვილის ქორწილში წასვლის ნაცვლად ვაშინგტონში დარჩა „მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებების“ გამო, რამაც აღძრა ეჭვები იმის შესახებ, რომ ვითარება ირანთან ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკების გარშემო მგრძნობიარე სტადიაში შევიდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG