Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი არაბული ქვეყნების მეთაურებს და ასევე, ისრაელის პრემიერს ესაუბრა ტელეფონით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა, რომ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან ტეელფონით ესაუბრა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მეთაურებს.

ასევე ილაპარაკა პაკისტანის ფელდმარშალ სეიდ ასიმ მუნირ აჰმედ შაჰთან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეტ ტაიპ ერდოანთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან, იორდანიის მეფე აბდულა II-თან და ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთან. საუბრები შეეხებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და მშვიდობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

ტრამპის თქმით, მას ამ პოლიტიკოსებთან "ძალიან კარგი საუბარი" ჰქონდა.

ის წერს, რომ შეთანხმება ძირითადად მიღწეულია, რომელიც უნდა დამტკიცდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის.

მისი თქმით, "ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან ცალკე საუბარი ჰქონდა, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა".

"შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გახდება ცნობილი. შეთანხმების სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, გაიხსნება ჰორმუზის სრუტეც" - ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მაისს, CBS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი „ბევრად უახლოვდებიან“ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG