ოლქის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა აცხადებს, რომ მან მიზანში ამოიღო ამ ოლქში მდებარე ნავთობის საწარმო.
წყაროებმა სააგენტოს უთხრეს, რომ იერიშის შემდეგ გაჩერდა ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტი, რომელზეც მთელი საწარმოს სიმძლავრის 70 პროცენტი მოდის - და რომ სარემონტო სამუშაოები შესაძლოა ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.
Reuters-ი წერს, რომ საწარმოს მფლობელს, "როსნეფტს" ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია სააგენტოს თხოვნაზე კომენტარის შესახებ.
სააგენტოს თანახმად, 2024 წელს ქარხანამ გადაამუშავა 4,3 ტონა ნედლი ნავთობი.
ფორუმი