Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ინტერნეტი ამუშავდა

ირანის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ინტერნეტი აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაუბლოკა
ირანის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ინტერნეტი აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაუბლოკა

88-დღიანი პაუზის შემდეგ ირანში ინტერნეტი დიდწილად ისევ ხელმისაწვდომი გახდა.

ინტერნეტის მონიტორინგის გლობალური ქსელის, NetBlocks-ის ინფორმაციით, ირანი ინტერნეტის გარეშე იყო 2093 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ერთი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივი გათიშვაა. 26 მაისს, აღდგენის შემდეგ ინტერნეტზე წვდომა 86% იყო.

ირანის სახელმწიფო მედიამ 25 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა კავშირგაბმულობის მინისტრს დაავალა ინტერნეტზე წვდომის აღდგენა.

  • ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ინტერნეტი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 2026 წლის 28 თებერვლიდან დაბლოკა და მიზეზად დაასახელა უცხოეთიდან მოსალოდნელი კიბერშეტევები.
  • NetBlocks-ის აპრილის მონაცემებით, ინტერნეტის გათიშვამ ირანის ეკონომიკა 1,8 მილიარდი დოლარით დააზარალა.
  • ირანის ხელისუფლებამ დაახლოებით ათი დღით ინტერნეტი დაბლოკა 2025 წლის იანვარშიც, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროსაც.

ამჟამად აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. დროებითი ზავი 7 აპრილიდან გამოცხადდა აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

აშშ-ის უმთავრესი მოთხოვნაა ირანის ბირთვული პროგრამის დახურვა, რათა თეირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.





ფორუმი

​
XS
SM
MD
LG