ეს ნაბიჯი ებრაულმა ორგანიზაციებმა სწრაფადვე დაგმეს.
Keshet Italia-სა და Keshet Europe-ის
წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში “რომის პრაიდმა” აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ამ ჯგუფებისთვის „პირობები“ არ არსებობდა.
„პრაიდი ღია და თავისუფალი დემონსტრაციაა“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა და განმარტეს, რომ მსვლელობაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იზიარებდა მოძრაობის დამფუძნებელ ღირებულებებს. თუმცა, მათი თქმით, მსვლელობაში მონაწილეობა “რომის პრაიდის” პოლიტიკურ პლატფორმასთან თანხმობას გულისხმობს.
„ჩვენი პოზიცია ისრაელის სახელმწიფოს მიერ ღაზაში მიმდინარე გენოციდთან დაკავშირებით ნათელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
“რომის პრაიდმა” განაცხადა, რომ ის განასხვავებს ისრაელის მთავრობას და ებრაულ თემს, მათ შორის ებრაელ ლგბტქ+ ადამიანებს და არასდროს დააკისრებს ამ უკანასკნელებს პასუხისმგებლობას, როგორც მან უწოდა, „გენოციდის ჩამდენი მთავრობის“ ომის დანაშაულებზე.
თუმცა, განცხადების თანახმად, Keshet Italia-ს ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ არ მოახდინა დისტანცირება „ღაზაში მიმდინარე გენოციდისგან“ და იმის გამო, რასაც პრაიდის ორგანიზატორებმა ბოლო განცხადებაში მიუღებელი ლექსიკური განსხვავება უწოდეს.
გაეროს ექსპერტებმა ისრაელი ღაზაში კონფლიქტის დროს - რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული) მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო - პალესტინელების წინააღმდეგ „გენოციდურ ქმედებებში“ დაადანაშაულეს.
ისრაელის არმიის მრავალდღიანი საომარი მოქმედებების დროს თითქმის მთლიანად განადგურდა პალესტინელთა ეს ტერიტორია - ღაზის სექტორი და დაიღუპა 70 ათასამდე პალესტინელი.
ისრაელმა არაერთხელ უარყო ასეთი ბრალდებები.
„რომის პრაიდმა” ნიღაბი ჩამოიხსნა“, - განაცხადა ჯგუფმა. ამ „ოფიციალური განცხადებით ის აღიარებს, რომ ჩვენ გამოგვრიცხა, რადგან ჩვენ ვერ ჩავაბარეთ მათთან „პოლიტიკური გამოცდა“.
ევროპის ებრაულმა კონგრესმაც (EJC) გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ებრაული ასოციაციების კონკრეტული ნარატივების მიღების პირობით მონაწილეობის საფრთხეს ქმნის.
„არავინ უნდა გაიაროს იდეოლოგიური გამოცდა ინკლუზიურობაზე, ღირსებასა და თანასწორ უფლებებზე დაფუძნებულ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა EJC-მ.
ლგბტქ+ თემები გეი პრაიდს - აღლუმს - აღიქვამენ, როგორც დღესასწაულს, რომელიც ხელს უწყობს დემონსტრირებას, თანასწორობასა და მიმღებლობას. თუმცა “რომის პრაიდმა” განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პლატფორმა არ არის „შვედური მაგიდა“, საიდანაც მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ რაც სურთ.
„რომის პრაიდი“ ლგბტქ+ თემის ღონისძიება და აღლუმია, რომელიც იტალიის დედაქალაქში იმართება ყოველწლიურად, ივნისის თვეში.
ფორუმი